ამ წუთებში გაეროს საერთაშორისო სასამართლოში რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის საქმეზე პირველი მოსმენა მიმდინარეობს.
ჰააგაში სიტყვით უკრაინის მხარე გამოდის. უკრაინა ითხოვს, სასამართლომ საქმე გაეროს გენოციდის წინააღმდეგ კონვენციის შესაბამისად განიხილოს.
ოფიციალური კიევი აცხადებს, რომ მოსამართლეებმა რუსეთის თავდასხმა გენოციდად შეაფასონ და ამავე დროს უარყონ მოსკოვის განცხადება, რომ უკრაინა ახორციელებდა გენოციდს ქვეყნის აღმოსავლეთში.
მოსკოვი ამტკიცებს, რომ რუსეთის მიერ გენოციდი არ ხდება და სასამართლოს საქმის საწარმოებლად საფუძველი არ აქვს.
ასევე რუსეთის წინააღმდეგ საქმეს კიდევ ერთი – სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო იძიებს. სარჩელი ეხება რუსეთის პრეზიდენტის, ასევე კრემლის სხვა ფუგურების პასუხისმგებლობას უკრაინაში ომის, ან კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს. ჰააგის ტრიბუნალის გამომძიებელთა ჯგუფი უკრაინაში უკვე გაემგზავრა.
ჰააგის სასამართლომ უკრაინის სარჩელი პირველ მარტს მიიღო. პრეზიდენტ ზელენსკის მოთხოვნა იყო, რომ სხდომა ორშაბათს ჩანიშნულიყო.