მაგრამ ქუჩაში თუ ვცემეთ და ქვები ვესროლეთ, მაშინ არაფრით ნაკლები ვართ იმ რუსებზე, ვინც ქართველებს სცემდა რუსეთში, ან უკრაინას უტევენ, _ ამის შესახებ ცნობილი შეფი, ლუკა ნაჭყებია სოციალურ ქსელში წერს.
„აი, ძალადობა ადამიანებზე ქუჩებში არანაირად შეიძლება, სამყაროს ნუ დავუმტკიცებთ, რომ აგრესორ რუსეთთანაა ჩვენი ადგილი და არა ევროპაში…
არ მიხარია რუსების მიგრაცია, შეგვიძლია არ ვუმასპინძლოთ, თავი უხერხულად და ცუდად ვაგრძნობინოთ. დისკომფორტი შევუქმნათ, მთავრობას მოვთხოვოთ სწორი დიპლომატიური გზებით განუდგეს რუსეთიდან შემოსვლას, მაგრამ ქუჩაში თუ ვცემეთ და ქვები ვესროლეთ, მაშინ არაფრით ნაკლები ვართ იმ რუსებზე, ვინც ქართველებს სცემდა რუსეთში, ან უკრაინას უტევენ…“ _ წერს ლუკა ნაჭყებია.