,,ვიცოდი, რომ რუსეთი 2008 წელს საქართველოზე თავდასხმაზე არ გაჩერდებოდა“, _ ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ აშშ-ს ვიცეპრეზიდენტ კამალა ჰარისთან შევხედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მან, ასევე აღნიშნა, რომ თუ მსოფლიო, NATO არ აჩვენებს მყარ პოზიციას, ვიხილავთ რუსეთის მეტ თავდასხმას.
,,როდესაც დავიკავე პოლონეთის პრეზიდენტის თანამდებობა 2015 წელს, მე მშვენივრად ვიცოდი, რომ აგრესიული რუსეთი, როგორც პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი საქართველოში 2008 წელს ამბობდა, არ გაჩერდებოდა მხოლოდ საქართველოზე. არ გაჩერდებოდა 2014 წელს უკრაინაზე თავდასხმით. ვიცოდი, რომ ეს იმპერიული მადა გაიზრდებოდა. თუ მსოფლიო, NATO არ აჩვენებს მყარ პოზიციას, ვიხილავთ რუსეთის მეტ თავდასხმას. შეიძლება ერთ დღეს მსხვერპლი პოლონეთიც გახდეს.“ – განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.