რუსული ავიაციის წარმომადგენელის, ვალერი კუდინოვის ინფორმაციით, ჩინეთმა რუსეთს თვითმფრინავების ნაწილების მიწოდებაზე უარი უთხრა. ამის შესახებ reuters წერს.
როგორც გამოცემა წერს, კუდინოვმა აღნიშნა, რომ რუსეთი ჩინეთიდან მიღებული უარის შემდეგ თვითმფრინავის ნაწილების მიღებას სხვა ქვეყნებიდან შეეცდება. მათ შორის, თურქეთიდან და ინდოეთიდან.
ასევე, როსავიაციას ნაწილების მიწოდება ამერიკულმა Boeing-მა და ევროპულმა Airbus-მაც შეუჩერეს.
რუსულ ავიაციას პრობლემები უკრაინაში შეჭრის პასუხად დაწესებული დასავლური სანქციების გამო შეექმნა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე გაავრცელა განცხადება, რომ რუსი მგზავრების ფრენების უსაფრთხოება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
[sexy_author_bio]