უკრაინაში მიმდინარე ომს ცნობილი კინომსახიობი არნოლდ შვარცენეგერი გამოეხმაურა.
„ვიცი, რას ნიშნავს ომის შემდეგ ოკუპირებულ ქვეყანაში გაზრდა და ისიც, რომ ომში და მის შემდეგ გამარჯვებული არ არსებობს.
მყავს უკრაინელი და რუსი მეგობრები და ფანები. არც ერთ მათგანს არ უნდა ომი. დღეს უკრაინელი ხალხის გვერდით ვდგავარ.
ვიზიარებ თქვენს მწუხარებასა და მშვიდობის იმედს. აღფრთოვანებული ვარ იმ სიმამაცითა და ჰუმანურობით, რომელსაც ამ ტრაგედიის დროს ინარჩუნებთ. ღმერთმა დაგლოცოთ“, – ვკითხულობთ შვარცენეგერის განცხადებაში.
[sexy_author_bio]