თბილისის შემოსავლელი გზის მე-15 კილომეტრზე ავტოტტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვაა დაწესებული.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, ძლიერი ქარის და ნამქერების გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისის შემოსავლელი საავტომობილო გზის მე-15 კილომეტრზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია.
გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.