ცნობილი გახდა, რომ ახლო წარსულში ცნობილი ჩოგბურთელი მარია შარაპოვა უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგად დაზარალებულ ბავშვებს ფინანსურად ეხმარება.
„რაც მეტი დღე გადის, უფრო და უფრო მტკივა გული და ვწუხვარ უკრაინის კრიზისის შედეგად დაზარალებული ოჯახებისა და ბავშვების გამო.
მე ფინანსურად ვეხმარები ორგანიზაცია „Save the Children“–ს, რომელიც დაუღალავად მუშაობს, რათა ომის გამო დაზარალებულ ბავშვებს საკვები და წყალი მიაწოდოს. გთხოვთ, შემომიერთდეთ და ბავშვებს დაეხმაროთ. მშვიდობისთვის ვლოცულობ და ყველა დაზარალებულს მხარდაჭერას ვუცხადებ“, – განაცხადა მარია შარაპოვამ.