როგორც წინასწარ იყო დაანონსებული, ლანჩხუთში ალტ-ინფოს ოფისთან, ლანჩხუთელი ახალგაზრდების ინიციატივით საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა რუსული ძალის ოფისზე უკრაინის დროშა გაშალეს და სხვადასხვა შინაარსის საპროტესტო პლაკატებიც მიაკრეს.
ახალგაზრდა აქტივისტების მიერ დაორგანიზებულ აქციას სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები და საკრებულოს ოპოზიციონერი წევრებიც შეურთდნენ. აქციას ქართული ოცნების არც ერთი წევრი არ შეერთებია.
“არა რუსეთს, არა პუტინის მონებს! მათი ადგილი საქართველოში არაა”-პარტიული კუთვნილების მიუხედავად, აქციის ყველა მონაწილე ერთსულოვანი იყო ალტ-ინფოსთან მიმართებაში. ცნობისთვის, ლანჩხუთში ალტ-ინფომ ოფისი გასულ შაბათს გახსნა “შინაურ” წრეში, რის შემდეგაც კარი გამოიკეტა და არც ერთი მათი წარმომადგენელი იქ აღარ გამოჩენილა.
ავტორი: სოფო წილოსანი