უკრაინის დედაქალაქ კიევის ცენტრიდან ორი ძალიან ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა ადგილობრივი დროით დილის 5 საათზე. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ის და BBC-ის ჟურნალისტები ავრცელებენ.
BBC წერს, რომ გამოქვეყნებულ კადრები ჩანს, თუ როგორ აფეთქდა რაკეტა კიევში, კირილოვსკას ქუჩაზე მდებარე პარკში მოსიარულე ადამიანის თვალწინ.
როგორც გამოცემა წერს, ერთი ადამიანი დაიღუპა, დედაქალაქში საცხოვრებელ კორპუსზე თავდასხმის შედეგად
უკრაინის ეროვნული საინფორმაციო სააგენტო Ukrinform-ის ცნობით კი, კიევში საცხოვრებელ კორპუსს ცეცხლი გაუჩნდა. დამატებითი დეტალები ჯერჯერობით არ ვრცელდება და უცნობია რამდენი ადამიანია დაშავებული.
ადგილობრივი არხის “უკრაინა 24”-ის ცნობით, ცოტა ხნის წინ, ორი აფეთქება მოხდა ქალაქის დასავლეთ გარეუბანში, ბორშჩაგოვკას რაიონში. ტელევიზია ამბობს, რომ რაკეტები ბელარუსის ტერიტორიიდან ისროლეს.
BBC წერს, რომ აღნიშნულის გადამოწმება ამ დროისთვის ვერ ხერხდება.
ავტორი: მერაბ ცაავა