ძალადობის დროს ორი მხარეა: მოძალადე და მსხვერპლი.
ქალთა ფონდი „სოხუმი“ წარმოგიდგენთ მონიტორინგის ახალ ანგარიშს: „ადრეულ ეტაპზე მოძალადის ძალადობრივი ქცევის კორექციის მნიშვნელობა და არსებული საუკეთესო გამოცდილება“. დოკუმენტის მიზანია, ადრეულ ეტაპზე მოძალადის ქცევის კორექციის პროგრამის დანერგვის საკითხზე დაინტერესებულ პირთა დამოკიდებულებების შესწავლა და აღნიშნული თემის ირგვლივ აქტიური დისკუსიების წამოწყება, რომელიც ხელს შეუწყობს შესაბამისი პროგრამის საკანონმდებლო დარეგულირებას და მის პრაქტიკაში ამოქმედებას.
კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ ოჯახში ძალადობრივი გარემოს აღმოსაფხვრელად და ეფექტიანი პრევენციისთვის არასაკმარისია, მხოლოდ ძალადობის მსხვერპლის მიმართ გატარებული ღონისძიებები. აუცილებელია, დაინერგოს მოძალადესთან ადრეულ ეტაპზე მუშაობის პრაქტიკა, გაძლიერდეს მოძალადეების გამოვლენის ხარისხი, შემუშავდეს და უზრუნველყოფილ იქნას მოძალადეთა ქცევის კორექციის პროგრამაში ჩართვა. ასევე, მნიშვნელოვანია გაიზარდოს საზოგადოების მიმღებლობა ქცევის კორექციის პროგრამების მიმართ, საინფორმაციო კამპანიის წარმოების გზით.
მონიტორინგის შედეგად გამოვლენილ ყველა მიგნებას და რეკომენდაციას შეგიძლიათ დეტალურად გაეცნოთ ჩვენს პუბლიკაციაში, რომელიც ხელმისაწვდომია ფონდი „სოხუმის“ ვებ-გვერდის შემდეგ ბმულზე: http://www.fsokhumi.ge/index.php/ka/publikacia/informatia-zaladobis-tsinaagmdeg/item/12137-2022-03-14-15-32-16
(R)