უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კვლავ შეუტიეს აეროდრომს ჩორნობაივკაში, ხერსონის რეგიონში, რომელსაც რუსი დამპყრობლები იყენებენ სამეთაურო პუნქტებისა და თვითმფრინავების დასაყენებლად. ამის შესახებ ოლექსი არესტოვიჩმა, პრეზიდენტის აპარატის უფროსის არასაშტატო მრჩეველმა განაცხადა.
მან დასძინა, რომ წინასწარი მონაცემებით, განადგურდა რუსეთის ფედერაციის სამხრეთ სამხედრო ოლქის მე-8 გაერთიანებული არმიის მოწინავე სამეთაურო პუნქტი.