რუსი კოსმონავტები _ ოლეგ არტემიევი, დენის მატვეევი და სერგეი კორსაკოვი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე (ISS) უკრაინის დროში ფერებში ჩაცმულები მიფრინდნენ, _ იუწყება mirror.co.uk.
რუსული ეკიპაჟი, არტემიევის მეთაურობით, კოსმოსური ხომალდ „სოიუზით“ ISS-სკენ ყაზახეთიდან აფრინდნენ და ორბიტალურ პლატფორმას სამი საათის შემდეგ მიუერთდნენ.
ბედის ირონიით, სადგურზე მისულ რუის კოსმონავტებს უკრაინის დროშის ფერების შესაბამისი _ ლურჯ-ყვითელი სკაფანდრები ეცვათ. აღსანიშნავია, რომ ყაზახეთის კოსმოსურ სადგურზე, აფრენის წინ, რუს კოსმონავტებს ლურჯ-თეთრი სკაფანდრები ეცვათ.
როცა სადგურთან მიერთება წარმატებით დამთავრდა, ეს მოვლენა რუს კოსმონავტებს რუსეთის ფრენების მართვის ფრენების სამმართველოდან მიულოცეს.
ეს ტრიო დედამიწაზე 30 მარტს უნდა დაბრუნდეს კოსმონავტებთან _ პიოტრ დუბროვთან, ანტონ შკაპლეროვთან და ამერიკელ ასტრონავტ მარკ ვანდე ჰეისთან ერთად.
არსებობდა საშიშროება, რომ პუტინის აშშ-სადმი ბოლოდროინდელი დამოკიდებულების გამო, რუსები მარკ ვანდე ჰეის არ მიცემდნენ უფლებას, დედამიწაზე „სოიუზით“ დაბრუნებულიყო; იყო საუბარი, რომ ამერიკელ ასტრონავტს კოსმოსურ სადგურზე დატოვებდნენ, თუმცა, ბოლოს და ბოლოს, გადაწყდა, რომ მარკ ვანდე ჰეი დედამიწაზე „სოიუზით“ დაბრუნდება.
ვანდე ჰეი ISS-ზე უკვე 355 დღეა, იმყოფება.
რუსი კოსმონავტები, ყაზახეთის კოსმოსურ სადგურზე
რუსი კოსმონავტები, ყაზახეთის საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე