თბილისში ჩოხატაურელი ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს. როგორც “გურია ნიუსისთვის” ხდება ცნობილი, გარდაცვლილი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაფარცხმაში მცხოვრები რ.ყ-ია.
_ ზუსტად არაფერი ვიცით, რა მოხდა. სამი დღის წინ გაუჩინარდა. შემდეგ დარეკეს, რომ თბილისში გარდაცვლილი იპოვეს. როგორც ვარაუდობენ, ერთ-ერთი მშენებარე კორპუსიდან ჩამოვარდა. ზუსტად არაფერი ვიცით. გამოძიება დაადგენს რა მოხდა, _ ამბობს ოჯახის ახლობელი “გურია ნიუსთან”.
როგორც “გურია ნიუსისთვის” ხდება ცნობილი, გარდაცვლილს ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, “გურია ნიუსი” კომენტარის მიღებას შსს-გან ცდილობს, რომელსაც მალე შევთავაზებთ მკითხველს.