ლანჩხუთის საკრებულო სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლისთვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი, ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენოსანი ზაზა სულაბერიძის სახელის მინიჭებაზე თანხმობის მიცემაზე მსჯელობს.
ზაზა სოფელ ჩიბათში დაიბადა და გაიზარდა. ძალიან უყვარდა ხატვა და ამიტომ არაერთი საინტერესო ნამუშევარი აქვს შექმნილი. ზაზა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად აფხაზეთში იბრძოდა, დაჭრილი ჩამოიყვანეს…ზაზა მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა და იქვე, საკუთარ ეზოშია დაკრძალული.