უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთმა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებიდან 2000-ზე მეტი ბავშვი გაიტაცა.
„მიღებული ინფორმაციის თანახმად, 2022 წლის 19 მარტს, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე უკანონოდ გადაიყვანეს 2389 ბავშვი, რომლებიც იმყოფებოდნენ დონეცკის ოლქისა და ლუგანსკის ოლქის ოკუპირებულ რაიონებში. აგრესორი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მშვიდობიანი მოქალაქეების, კერძოდ ბავშვების იძულებით გადასახლება გატაცების ნიშნებს ავლენს. ასეთი ქმედებები არის საერთაშორისო სამართლის, კერძოდ, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უხეში დარღვევა“, – აღნიშნავენ სამინისტროში.
უკრაინელმა დიპლომატებმა საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდეს დაუყოვნებლივ რეაგირება მოახდინონ ბავშვების უკანონო გადასახლებაზე, ასევე გაზარდონ ზეწოლა რუსეთზე, რათა შეწყვიტოს ბარბაროსული ომი უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ.