“გამეცნო სულ სხვა სახელით” – ზუგდიდში „ალტ-ინფოს“ ფართის მეპატრონე ტყუილში ამხელს და ოფისის დატოვებას სთხოვს.
როგორც სოციალურ ქსელში, ბიზნესმენი გოჩა ბეჭვაია წერს, მან არ იცოდა, რომ ოფისი „ალტ-ინფოს“ მიაქირავა. ბეჭვაია ახლა მათ ფართის დატოვებას სთხოვს, თუმცა ისინი კატეგორიულ უარზე არიან.
“ბევრმა იცით, რომ ქალაქის ცენტრში, “ლიბერთი ბანკის” შენობაში,მაქვს კომერციული ფართი, რომელიც სამი თვის წინ გაქირავდა. დამქირავებელი აღმოჩნდა ალტ-ინფო, რომელიც გამეცნო სულ სხვა სახელით. ბევრისთვის ძნელი დასაჯერებელი იქნება, მაგრამ ნამდვილად არ ვიცოდი, რომ ალტ-ინფოს ვეკონტაქტებოდი. როგორც კი გავიგე, რომ ეს ორგანიზაცია იყო ალტ-ინფო, მომენტალურად მივმართე წერილით ფართის დატოვებასთან დაკავშირებით. ხელშეკრულების თანახმად, მათ გასასვლელად აქვთ ორ თვიანი ვადა და მიუხედავად ჩემი დაჟინებული თხოვნისა, რომ სასწრაფოდ დატოვონ ფართი, ჯიუტობენ და კატეგორიულ უარს აცხადებენ ფართის დატოვებაზე. ვინმემ თუ იცით სხვა რა გზით შეიძლება ვაიძულო ,რომ სასწრაფოდ დატოვონ ფართი, შემეხმიანეთ. ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას ამ უხერხულობისთვის”- ,წერს ბეჭვაია.