რამდენიმე თვის წინ სურათი „Rust“-ის გადასაღებ მოედანზე მომხდარ უბედურ შემთხვევას 42 წლის ოპერატორი ჰალინა ჰატჩინსი ემსხვერლა. მსახიობი ალეკ ბოლდუინი გარდაცვლილი ქალის ოჯახს შეძლებისდაგვარად ეხმარებოდა, თუმცა ბოლო ინტერვიუში ვარსკვლავი აღნიშნავს, რომ ჰალინას მეუღლე და ოჯახის წევრები მას ფულის გამო სასამართლოში უჩივიან.
„იმ დღიდან, რაც ეს საშინელი ტრაგედია მოხდა, ყველა ადამიანი შეიძრა. ჩვენ ძალიან ვიტანჯებოდით და მწუხარებას განვიცდიდით. არსებობენ ბრალდებულები და მოწმეები, თუმცა როგორც ჩანს, რეალურად არ სურთ ადამიანებს იმის გარკვევა რა მოხდა, რაც ძალიან სამწუხაროა.
მსახიობები არ არიან ვალდებულები შეამოწმონ ყველაფერი გადასაღებ მოედანზე, იარაღის შემოწმება ჩემს ვალდებულებაში არ შედიოდა, ამისთვის არსებობდა სპეციალური ხალხი. ვიმედოვნებ, ამას დაინახავს ყველა და ადამიანის მკვლელობა მე არ დამბრალდება. ძალიან დიდ მწუხარებას განვიცდი ჰალინას და მისი ოჯახის წევრების მიმართ, მაგრამ მჯერა, რომ სიმართლე მალე დამტკიცდება“. – განაცხადა ალეკ ბოლდუინმა.