ჩოხატაურში კოვიდინფიცირების 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნატო ჯიბუტმა განუცხადა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ჩოხატაურში გამოვლენილია კორონავირუსის 8005 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 7900 პაციენტი, გარდაცვლილია 68.