ოზურგეთში კოვიდინფიცირების 12 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ოზურგეთში დაფიქსირებულია კორონავირუსის 21339 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 20404 პაციენტი, გარდაცვლილია 96.
ამ დროისთვის აქტიურია კოვიდინფიცირების 893 შემთხვევა. ინფიცირებული პაციენტებიდან 63 სტაციონარში მკურნალობს.