უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დასავლეთის მთავრობებს მოუწოდებს, უკრაინას მიაწოდონ დამატებით თვითმფრინავები, ტანკები და სარაკეტო თავდაცვის სისტემები.
ლვოვის ძლიერი დაბომბვის ფონზე გაკეთებულ მიმართვაში ზელენსკიმ თქვა, რომ იარაღი, რომლებსაც შეუძლიათ ევროპის თავისუფლების დაცვა, საწყობებში იმტვერება.
,,ევროპული უსაფრთხოების ფასი ის თვითმფრინავები და ტანკებია, რომლებიც უკრაინას სჭირდება და ეს სამხედრო აღჭურვილობა აქვს ჩვენს პარტნიორებს, რომელსაც უბრალოდ მტვერი ჭამს. ეს ტექნიკა უნდა მოგვცენ ჩვენ არამხოლოდ უკრაინის, არამედ მთელი ევროპულის უსაფრთხოების გადასარჩენად და დასაცავად.
ევროპის კონტინენტზე არავის არ უნდა გაუხარდეს თუ მორიგი დაპირისპირება რუს ოკუპანტებთან, მოხდება ბალტიისპირეთში, პოლონეთში და სლოვაკეთში და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ის სამხედრო ტექნიკა, რომელსაც ჩვენ ვითხოვთ, სადღაც სანგრებში დგას და ნატოს თვითმფრინავებისა და ტანკების მეასედს წარმოადგენს.
ჩვენ ვითხოვეთ მხოლოდ 1%, მეტი არც გვჭირდება. ამ სამხედრო დახმარებას ველოდებით უკვე 31 დღეა. ვინ კარნახობს ევროატლანტიკურ საზოგადოებას, ნუთუ მოსკოვი თავისი ქმედებებით?! ევროატლანტიკურმა კავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გაააქტიუროს უკრაინის დახმარება.
ზუსტად ამ შეთანხმებას მივაღწიეთ ჩვენ კიევში, სამი ქვეყნის პრემიერმინისტრთან და მათ შორის ბატონ კაჩინსკისთან. ეს მოხდა მარტის შუა რიცხვებში“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.