,,აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გამოსვლა ვარშავაში მიუთითებს, რომ მიმდინარეობს “ჯოჯოხეთური იდეოლოგიური მობილიზაცია”, რაც უკრაინაში ხანგრძლივ კონფლიქტს გამოიწვევს.“ – ამის შესახებ რუსმა ოლიგარქმა, ოლეგ დერიპასკამ განაცხადა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
დერიპასკა მსოფლიოში მეორე, რუსული ალუმინის კომპანიის, Rusal-ის დამფუძნებელია. მანამდე ის ომის საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებდა და თქვა, რომ ომი უკრაინაში არის “სიგიჟე”, რაც მომავალი თაობის სირცხვილი იქნება.
დერიპასკამ, რომელიც შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის მიერ არის სანქცირებული, თქვა, რომ შეერთებულმა შტატებმაც და რუსეთმაც გაამკაცრეს რიტორიკა.
რუსი ოლიგარქის დერიპასკამის თქმით, კონფლიქტი კვირების წინ უნდა დასრულებულიყო, თუმცა ბაიდენის გამოსვლამ, რომელშიც აშშ-ს პრეზიდენტმა ისაუბრა დემოკრატიასა და ავტოკრატიას შორის უფრო ფართო კონფლიქტზე, ნიშნავდა, რომ ომი უფრო დიდი ხანი გაგრძელდება.
„ახლა რაღაც ჯოჯოხეთური იდეოლოგიური მობილიზაცია მიმდინარეობს ყველა მხრიდან. ესე იგი: ეს ხალხი კიდევ რამდენიმე წლით საბრძოლველად ემზადება“.
როგორც ჩანს, ყველა მხარე დაუფიქრებლად ემზადება გრძელვადიანი ომისთვის, რომელსაც ტრაგიკული შედეგები მოჰყვება მთელი მსოფლიოსთვის.” – თქვა დერიპასკამ
ცნობისთვის, 26 მარტს ჯო ბაიდენმა ვარშავაში სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისგან მომავალ საფრთხეებზე ისაუბრა და თქვა – “ღვთის გულისთვის, ეს ადამიანი ვერ დარჩება ხელისუფლებაში”.
შეგახსენებთ, რომ 2018 წელს შეერთებულმა შტატებმა დააწესა სანქციები დერიპასკასა და სხვა გავლენიან რუსებზე, რადგან თქვა, რომ ისინი სარგებელს იღებენ რუსული სახელმწიფოსგან, რომელიც ჩართული იყო „ავთვისებიანი საქმიანობით“ მთელ მსოფლიოში.