ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი მარიუპოლში ჩავიდა და მე-8 არმიის მეთაურს, გენერალ მორდვიჩევს შეხვდა – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული ტელეგრამ არხები, რუსულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებენ.
როგორც ტელეგრამ არხზე, ჟურნალისტი რომან ბაბინი წერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რამზან კადიროვისთვის, რუსეთის გვარდიის გენერალ-ლეიტენანტის წოდების მინიჭების შესახებ.