სუმის რაიონში რუსმა ოკუპანტებმა სამხედრო ტექნიკით განზრახ გადაუარეს ოჯახს – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პროკურატურა ავრცელებს და აღნინავს, რომ გამოძიება უკვე დაწყბეულია.
გამოძიების ინფორმაციით, შემთხვევა 27 მარტს, დაახლოებით 17:15 საათზე, სუმის რაიონის, კონოტოპის რაიონის სოფელ ჩუმაკოვეს მიმდებარედ, ავტომაგისტრალზე მოხდა.
გენერალური პროკურატურის პრესსამსახურის ცნობით, მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება ომის კანონების დარღვევაზე (უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 438-ე მუხლის მე-2 ნაწილი).
„საერთაშორისო სამართლის უგულებელყოფით რუსი სამხედრო მოსამსახურე შეგნებულად დაეჯახა საპირისპირო მიმართულებით ფეხით მოსიარულეებს, შედეგად დაშავდა ოჯახი -15 წლის ბიჭი და დედა, 33 წლის მამაკაცი კი მიყენებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა საავადმყოფოში“ – ნათქვამია განცხადებაში.