ცნობილი გახდა რომ არაერთი პოპულარული ჰოლივუდელი მსახიობის მსგავსად, უკრაინას ცნობილი კინომსახიობი ორლანდო ბლუმიც ეხმარება. უფრო მეტიც. ის უკრაინიდან ლტოლვილებს პირადად ხვდება.
გუშინ 45 წლის მსახიობმა ფოტოები გააზიარა, რომლებშიც მოლდოვის საზღვარზე მყოფ უკრაინელ დედასა და მის სამ შვილს ხვდება.
„უკრაინის ომის შედეგად თითქმის ყოველ წამში ერთი ბავშვი მაინც ლტოლვილი ხდება. მე მოლდოვაში ვარ და „UNICEF“-ის მხარდაჭერით უკრაინელ ოჯახებს ვხვდები, რომლებიც იძულებულები გახდნენ, რომ უსაფრთხო ადგილის საძებნელად სამშობლო დაეტოვებინა.
დღეს უკრაინელ დედასა და მის სამ შვილს შევხვდი, რომლებმაც მეზობლის სახლის დაბომბვის შემდეგ ქვეყანა დატოვეს. მათ არ იციან, სად წავიდნენ და დედას მხოლოდ ის სურს, რომ მისი შვილები უსაფრთხოდ იყვნენ. ომის დაწყებიდან უკვე 1 თვე გავიდა და ყოველდღიურად ათასობით ოჯახი უკრაინას მოლდოვას საზღვრის გადაკვეთით ტოვებს“. – განაცხადა ორლანდო ბლუმმა.