ლანჩხუთში კოვიდინფიცირების 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნატო მენაღარიშვილმა განუცხადა.
მენაღარიშვილის თქმით, ლანჩხუთში დაფიქსირებულია კოვიდინფიცირების 10787 შემთხვევა, გამოჯანრთელებულია 10704, გარდაცვლილია 83.
” ამ დროისთვის აქტიურია ინფიცირების 51 შემთხვევა. ინფიცირებული პაციენტებიდან 15 კოვიდკლინიკაშია მოთავსებული. მძიმე შემთხვევები არ გვაქვს. სტაციონარში მყოფი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალოა”,_ ამბობს მენაღარაშვილი.