უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მე-7 სამხედრო ბაზის ქვედანაყოფებიდან რუსი ოკუპანტების ჯგუფი გაანადგურეს. ჯგუფში აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკიდან უკრაინაში საბრძოლველად გადასროლილი ჯარისკაცები იყვენენ. ამის შესახებ unian ოპერატიულ-ტაქტიკური ჯგუფის „აღმოსავლეთი“ ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება.
ოპერატიულ-ტაქტიკური ჯგუფი, ასევე ავრცელებს ფოტო- მასალას, სადაც ჩანს განადგურებული სამხედრო ტექნიკა და ასევე ის იარაღი, რომლითაც აფხაზი სამხედროები უკრაინაში იბრძოდნენ.
,,გუშინდელი ბრძოლების დროს უკრაინელმა ჯარისკაცებმა მოკლეს მე-7 სამხედრო ბაზის ქვედანაყოფების წარმომადგენლები, რომელიც დისლოცირებულია თვითგამოცხადებულ აფხაზეთის რესპუბლიკაში“, _ ნათქვამია განცხადებაში.
OTU-ს ცნობით, რუსეთის ჯარებს დიდი საკადრო პრობლემები აქვთ, რადგან რუსეთში მობილიზაცია წარმატებული არ ყოფილა და რუსები თავად წერენ მასობრივ მოხსენებებს ოკუპანტის არმიის დათხოვნის შესახებ.
როგორც UNIAN იტყობინება, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ორი ათასი სამხედრო მოსამსახურე გადაიყვანა. კერძოდ, სამხრეთ სამხედრო ოლქის მე-4 (ცხინვალის რაიონი, სამხრეთ ოსეთი) და მე-7 (აფხაზეთი) სამხედრო ბაზების ქვედანაყოფები.
მე-4 სამხედრო ბაზიდან უკრაინაში გაიგზავნა სამი ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფი, 1200-მდე რუსი და ოსი სამხედრო მოსამსახურე. მე-7 სამხედრო ბაზის ქვედანაყოფებიდან 800-მდე კაციანი ორი ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფი ჩამოყალიბდა.
,,რამდენიმე დღის წინ, რუსეთის ფედერაციის მე-4 სამხედრო ბაზიდან ჩამოყალიბებული ერთ-ერთი ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფის თითქმის მთელი შემადგენლობამ უარი თქვა უკრიანის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიაში მონაწილეობაზე“, _ ნათქვამია განცხადებაში.
როგორც გამოცემა წერს, ცოტა ხნის წინ, ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან სამასამდე ჯარისკაცმა საკუთარი ნებით თქვა უკრაინასთან ომზე და სახლში დაბრუნდა.