ავსტრალია უკრაინას Bushmaster-ის ჯავშანტექნიკას გაუგზავნის. ამის შესახებ ავსტრალიის პრემიერ-მინისტმა, სკოტ მორისონმა განაცხადა.
მისი თქმით,გადაწყვეტილება მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც პრეზიდენტმა ზელენსკიმ ავსტრალიის პარლამენტს მიმართა. ზელენსკიმ პოლიტიკოსებს უთხრა, რომ უკრაინას სამხედრო დახმარება უკიდურესად სჭირდებოდა.
მანქანების რაოდენობა ზუსტად არაა ცნობილი. თუმცა თავდაცვის მინისტრმა პიტერ დატონმა ადრე განაცხადა, რომ მხოლოდ ოთხის ტრანსპორტირება შეიძლება ავსტრალიური სამხედრო თვითმფრინავებით.
ქანბერა ადრე ამ საბრძოლო მანქანებს იყენებდა ისეთ საომარ ზონებში, როგორიცაა ავღანეთი და ერაყი.