ხვალიდან საქართველოში არამდგრად ამინდს პროგნოზირებენ. ამის შესახებ “გურია ნიუსს” გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი ამინდის პროგნოზის ბიუროს ხელმძღვანელმა, დოდო გვაზავამ განუცხადა.
“მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე ხასიათის წვიმა, მაღალ მთიან რაიონში წვიმა შეიძლება თოვლში გადავიდეს. ასეთი არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება 9 აპრილის ჩათვლით”,_ განაცხადა გვაზავამ.