Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის კიდევ 208 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 ინფიცირებული გარდაიცვალა, 685 კოვიდინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 649 430 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 628 643, გარდაიცვალა 16 758 პაციენტი.