REUTERS-ის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთი აცხადებს, რომ რუსული ძალები სრულად გაყვანილია ჩრდილოეთ უკრაინიდან.
“ამ რუსული ძალების ნაწილი მაინც გადაიყვანება აღმოსავლეთ უკრაინაში დონბასში საბრძოლველად”,_ განაცხადა თავდაცვის სამინისტრომ Twitter-ზე.
სამინისტროს განცხადებით, ძალებს დასჭირდებათ შევსება, სანამ განლაგდებიან უფრო აღმოსავლეთით, ჩრდილოეთიდან მასობრივ გადანაწილებას, სავარაუდოდ, მინიმუმ ერთი კვირა დასჭირდება.
სამინისტროს თქმით, რუსული დაბომბვა ქალაქების აღმოსავლეთში და სამხრეთში გრძელდება და რუსული ძალები უფრო სამხრეთით მიიწევენ ქალაქ იზიუმიდან, რომელიც რჩება მათ კონტროლის ქვეშ.
როიტერმა ვერ შეძლო დაუყოვნებლივ გადაამოწმოს ინფორმაცია.