,,ხერსონში, იუბილეინის საკონცერტო დარბაზთან, გაიმართა მშვიდობიანი მიტინგი, რომელიც რუსული აგრესიის მსხვერპლთა ხსოვნას ეძღვნებოდა, დამპყრობლებმა კი დაარბიეს“, – თქვა ხერსონის რეგიონული საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ იური სობოლევსკიმ.
მისი თქმით, იუბილენის მიმართულებით ქალაქის ცენტრში სროლები ისმოდა. სავარაუდოა, რომ რუსი სამხედროები იარაღს იყენებდნენ მშვიდობიანი მოსახლეობის დასაშლელად. არიან თუ არა დაშავებულები თუ დაკავებულები, უცნობია.
ხერსონის ოლქის ნოვა კახოვკაში კი რამდენიმე ათეული “ნიღბიანი” მამაკაცი შეიკრიბა პრო- რუსულ აქციაზე, თუმცა ვერ შეძლეს აქციის გამართვა
“უკრაინული აქცია იბომბება და მასიურად იშლება დამპყრობლების მიერ, პრორუსულ აქციას კეთილსინდისიერად იცავენ პერიმეტრზე. რისი გეშინიათ, მშვიდობიანი უკრაინელებო, თქვენი ურდო დაინგრევა? ღმერთის სასჯელი უფრო საშინელია. თქვენი ბედი უკვე განსაზღვრულია. ერთი რამ უნდა გვესმოდეს და გვახსოვდეთ ხერსონის რეგიონი ასე არ ნებდება. ხერსონის რეგიონი უკრაინაა“, – განაცხადა სობოლევსკიმ.
უკრაინული გამოცემა pravda წერს, რომ „პროტესტანტები“ რუსული დროშებით ნოვა კახოვკას მოედანზე ავტობუსებით გამოიყვანეს, „მიტინგი“ რუსმა პროპაგანდისტებმა გადაიღეს. პროუკრაინულ მოსახლეობას აქციის გამართვა აეკრძალა, განაცხადეს მათ უკრაინული ტელეარხების ერთობლივი გადაცემისას.
ავტორი