ძველი ოზურგეთის აბანოს ნაშთები, რომელიც გვიანი ანტიკური ხანის უნდა იყოს, კვლავ ღია ცის ქვეშაა და იშლება.
_აბანოს ნაშთები ბეტონის ბლოკით ამოაშენეს, თითქოს, ამით დაიცვეს. არადა, აბსოლუტურად დაირღვა კონსერვაციის სტანდარტი. ნაწილი კვლავ მიწის ქვეშაა მოქცეული. აქ მშენებლობების დროს ასე გახდა საჭირო. მიწაში დამარხული ნაწილი სჯობს. უფრო გადარჩება. აბანოს ნაშთებს სპეციალური სარკოფაგი უნდა გაკეთებოდა. ბეტონის ფილებმა, რომელმაც დააზიანა უნიკალური ისტორიული ძეგლი, დროზე უნდა ჩაუტარდეს დემონტაჟი. დაგვიანებულია კიდეც. მეტირება, ასეთ დღეში რომ ვხედავ, _ ამბობს ისტორიკოსი, ოზურგეთის მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელი, მუზეუმის მცველი მანანა ლომაძე.
აღნიშნული პრობლემის შესახებ, „გურია ნიუსი“ ორი წლის წინ წერდა, თუმცა საკითხი არ მოგვარებულა.
აბანოს ნაშთების და მის ირგვლივ არსებული პრობლემების შესახებ, რა ეშველება უნიკალურ ძეგლს, „გურია ნიუსი“ მალე ვრცლად გიამბობთ.
ავტორი