ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის, მირჩა გეოანამას თქმით, მალე უკრაინაში საომარი მოქმედებების ახალი ფაზა დაიწყება
მისი შეფასებით, უკრაინაში ომის მეორე ეტაპი “გარდაუვალია”, კონფლიქტის ფაზა იქნება ბევრად უფრო რთული და სისხლიანი.
„ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენ მალე შევალთ ამ ომის მეორე – ძალიან სისხლიან ეტაპზე. ჩვენ გადავდივართ მეორე ეტაპზე, რომელიც იქნება უფრო რთული, პირველი ეტაპისგან ბუნებით განსხვავებული, ბევრად უფრო ფართო ფრონტზე განვითარდება. როგორც აღმოსავლეთში, დონბასში, ასევე სამხრეთით, ყირიმისა და მარიუპოლისკენ“, – განაცხადა გეოანმა.
ალიანსის გენერალური მდივნის მოადგილე იმედოვნებს, რომ დაპირისპირება დიდხანს არ გაჭიანურდება, მაგრამ პროგნოზირებს, რომ ამის შანსები მცირეა და შიშობს, რომ იქნება მშვიდობიანი მოსახლეობის დანაკარგები.
ავტორი