Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 24 862 კვლევა ტესტით, მათ შორის 22 933 კვლევა ანტიგენის ტესტით და 1 929 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 266 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 652 235.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 12 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.07%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.71% ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.43%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 348 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 632 194.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 781 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 266 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 120 შემთხვევა, აჭარა – 11, იმერეთი – 45, ქვემო ქართლი -20, შიდა ქართლი – 18, გურია – 11, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 15, კახეთი – 11, მცხეთა-მთიანეთი -11, სამცხე-ჯავახეთი – 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 2.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 3 234 საიდანაც, 378 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 214, აჭარაში – 21, იმერეთში – 74. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 86 პირი, მათ შორის, თბილისში – 54, აჭარაში – 14, იმერეთში – 8. 2 856 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.