კრემლმა, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს ბორის ჯონსონს რუსეთში შესვლა აუკრძალა, უკრაინის ომის მიმართ დიდი ბრიტანეთის „მტრული“ პოზიციის გამო – ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ქვეყანაში შესვლა, ასევე აეკრძალა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ლიზ ტრუსს, თავდაცვის მდივანს ბენ უოლასს და ბრიტანეთის მთავრობის 10 სხვა წევრს და პოლიტიკოსებს.
მოსკოვში აცხადებენ, რომ ეს ნაბიჯი გადაიდგა ბრიტანეთის მთავრობის უპრეცედენტო მტრული ქმედებების გათვალისწინებით, კერძოდ, სანქციების დაწესება რუსეთის მაღალი რანგის ოფიციალური პირების წინააღმდეგ.
უწყების განცხადებაში, ასევე აღნიშნულია, რომ სიას მალე გააფართოვდება.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა ქვეყანაში შესვლა უკვე აუკრძალა აშშ-ს პრეზიდენტს ჯო ბაიდენს და სხვა ამერიკელ ოფიციალურ პირებს.