კიევში კიდევ უფრო ცხადად გამოჩნდა, თუ რამდენად ანტისახელმწიფოებრივი ძალაა „ნაციონალური მოძრაობა“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ უკრაინაში ვიზიტის დროს „ქრონიკასთან“ განაცხადა.
„ნაბიჯი, რომელიც მათ გადადგეს, ის, რომ სურდათ ცალკე წარმოედგინათ საქართველო, იმის საწინააღმდეგო გაეკეთებინათ ყველაფერი, რასაც უნდა აკეთებდეს სახელმწიფო და რაც ჩვენ გადავწყვიტეთ პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ისინი შეურაცხყოფას აყენებენ თავის ქვეყანას, საზოგადოებას და პოლიტიკაშიც არღვევენ იმ წესებს, რომელსაც იცავს ყველა ცივილიზებული სახელმწიფო და ყველა პოლიტიკური პარტია ევროპაში და აშშ-ში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში იმყოფება. დელეგაციაში არიან: პარლამენტის ვიცე-სპიკერები დავით სერგეენკო, არჩილ თალაკვაძე, ბექა ოდიშარია და ლევან იოსელიანი. ასევე, „ლელოს“ წევრი ანა ნაცვლიშვილი, „გირჩის“ წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი, „რესპუბლიკელი“ ხათუნა სამნიძე და პარტია „საქართველოსთვის“ წევრი გიორგი ხოჯევანიშვილი. უკრაინაში ვიზიტის დროს, ჯგუფის შემადგენლობაში არ იქნებიან „ნაცმოძრაობისა“ და „ევროპელი სოციალისტების“ წარმომადგენლები.