საქართველოს წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, ლანჩხუთის 11 სოფლის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგაც დაიწყება მშენებლობა.
კომპანიისვე ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში წყალწმინდაში, ომფარეთში, ღრმაღელეში, წიაღობანში, ბაღლეფში, ქვემო აკეთში, ჭანჭათში, გაგურში, ზემო აკეთში, ეწერსა და ჯურუყვეთში მოსახლეობის ნაწილს არ გააჩნია წყალმომარაგების ცენტრალური სისტემა და მოეწყობა წყლის ახალი სათავე ნაგებობა, რეზერვუარები და მაგისტრალური ქსელი.
ირკვევა, რომ ზემოთ ნახსენები სამუშაოების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 22 მლნ ლარამდე გაიხარჯება. პროექტის დასრულება კი 2023 წელის ზაფხულის სეზონზეა დაგეგმილი.
„შედეგად ლანჩხუთის 11 სოფლის მოსახლეობა უწყვეტი, ხარისხიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს“, _ განმარტავენ წყალმომარაგების კომპანიაში.