დიდ ბრიტანეთს სურს, უკრაინას ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები ,,Brimstone” გადასცეს და ამისთვის გზებს ეძებს, ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა
კითხვაზე, კონკრეტულად რა იარაღის გაგზავნას გეგმავდა ბრიტანეთი უკრაინაში, ჯონსონმა თქვა:
“ერთ-ერთი სისტემა, რომელსაც ჩვენ ვუყურებთ… არის იმის გაგება, შეგვიძლია თუ არა რამდენიმე Brimstones დავამონტაჟოთ ტექნიკური საშუალებების (მანქანების) უკანა მხარეს, რათა დავინახოთ, შეასრულებს თუ არა სამუშაოს”.
მისივე თქმით, განიხილება სხვა ვარიანტებიც.
Brimstone რაკეტები ადრე გამოიყენებოდა ბრიტანეთის ძალების მიერ ლიბიასა და სირიაში და, როგორც წესი, გაშვებული იყო სწრაფი რეაქტიული თვითმფრინავებიდან. მათი მწარმოებელი, MBDA, ამბობს, რომ ისინი შეიძლება გამოყენებულ იქნას სწრაფად მოძრავი სახმელეთო და საზღვაო სამიზნეების წინააღმდეგ.