შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ნარკოლოგიური შემოწმების სამსახურში წარდგენილ პირთა სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წლის სამი თვის განმავლობაში, გურიაში 75 პირი შემოწმდა. მათგან იანვარში-32, თებერვალში-18, ხოლო მარტში-25.
უწყების ინფორმაციით, 75 შემოწმებული პირიდან დადებითი შედეგის მქონე 41 პირია. მათგან იანვარში-15, თებერვალში – 12, მარტში კი 14 დადებითი შედეგი დაფიქსირდა.
იანვარში გამოვლენილი 15 დადებითი შედეგიდან 18-24 წლამდე ასაკის მამაკაცებში – 2, 25-44 წლამდე ასაკის მამაკაცებში-10, ხოლო 45-60 წლამდე ასაკის მამაკაცებში 3 შედეგია.
თებერვალში დაფიქსირებული 12 დადებითი შედეგიდან 18-24 წლამდე ასაკის 3, 25-44 წლამდე ასაკის 6, ხოლო 45-60 წლამდე ასაკის 3 დადებითი შედეგის მქონე მამაკაცია.
რაც შეეხება მარტში გამოვლენილ 14 დადებით შედეგს, 18-24 წლამდე ასაკის მამაკაცებში -6, 25-44 წლამდე ასაკის მამაკაცებში- 7, ხოლო 45-60 წლამდე ასაკის მამაკაცებში 1 დადებითი შედეგია.