ოზურგეთში, წლევანდელი სააღდგომო , როგორც აქ ყოველ ნაბიჯზე აღნიშნავენ, მაინც არაორდინალურია, წინა წლებთან შედარებით. ხორცის, კვერცხის და ყველის ფასთან ერთად, აგროკულტურებმაც განსაკუთრებით აიმაღლეს ფასი. მათ შორის პრასმაც. ხოლო ლიდერი, მათ შორის, კარტოფილი გახდა.
დღეს, დილიდან, 1 კგ ახალი კარტოფილის ფასი, ზოგან 8 ლარია,ზოგან – 9! გააჩნია ქუჩებს თუ ბაზარს. მაგალითად, თაყაიშვილის ქუჩაზე, როგორც გამყიდველები ნახევრად ხუმრობით ამბობენ, „გაფცქვნილ-დაბანილი“ , ერთი კილოგრამი 8 ლარი ღირს; გურიის ქუჩაზე კი, 9 ლარი.
_ბაზარში , შესაძლოა, „დაუბანელი“ 7 ლარად იშოვო. მთავარია, სიარული არ დაგეზაროს, _ ხუმრობაში არც მომხმარებლები ჩამორჩებიან გამყიდველებს.
რაც შეეხება შარშანდელ კარტოფილს, მისი ფასი 1 ლარიდან იწყება და 1,50 ლარამდე მერყეობს.
ავტორი