მარიუპოლის მერი, ვადიმ ბოიჩენკო, Reuters-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ რუსმა ოკუპანტებმა მოითხოვეს მიეცათ რუკა, საიდან დაიწყებოდა ევაკუაცია, ასევე ჰკითხეს რამდენი ავტობუსი ჰყავდათ. მისი თქმით, გადასცეს ყველაფერი, რაც ჰუმანიტარულ დერეფნებს ეხებოდა, მათ კი გაანადგურეს ყველა ადგილი და ავტობუსები.
მარიუპოლის მერის თქმით, მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუციის გეგმას ძირი გამოუთხარეს, რის გამოც ძალიან იმედგაცრუებულია.
ბოიჩენკომ გამოცემასთან, ასევე, აღნიშნა, რომ ქალაქის გათავისუფლება არ იყო დაგეგმილი, ეს იყო განადგურების გეგმა.
“მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ სიცოცხლე, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს, არის მხოლოდ ერთი ადამიანის _ ვლადიმერ პუტინის ხელში. და ყველა სიკვდილი, რაც ახლა მოხდება, მის ხელში იქნება.
ქალაქის გათავისუფლება არ იყო დაგეგმილი. ეს იყო განადგურების გეგმა”, – თქვა ბოიჩენკომ.
მისი შეფასებით, სამხრეთ-აღმოსავლეთის საპორტო ქალაქის 90% დაზიანდა ან განადგურდა მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა.
“ადამიანების ევაკუაცია მარტის პირველივე დღეებიდან დავიწყეთ, თუმცა, რუსები ყოველ დღე არღვევდნენ პირობას, დათქმული გვქონდა ადგილები, რუკები და ავტობუსების რაოდენობის შესახებ ინფორმაცია მოითხოვეს, ყველაფერი მივეცით, რაც უსაფრთხო დერეფნებს ეხებოდა, ისინი კი ამას ბოროტად იყენებდნენ და ბომბავდნენ როგორც დერეფნის ტერიტორიას, ისე ავტობუსებს.
დღეს ყველა დონეზე ჩვენ მხოლოდ ერთ რამეზე ვსაუბრობთ, რომ ჩვენ გვჭირდება ცეცხლის შეწყვეტა, გვჭირდება 100 000 მარიუპოლში მცხოვრებლის სრული ევაკუაცია, რომელიც ამ დრომდე რჩება ქალაქში და რომლებიც რუსული ძალების ტყვეები არიან, უნდა გათავისუფდეს ყველა ადამიანი, ვინც აზოვსტალში იმყოფება.
ეს მოქალაქეები ყოველ დღე მოდიან და ევაკუაციას ითხოვენ. გუშინ 90 ავტობუსი უნდა მოსულიყო, თუმცა რუსებმა მხოლოდ 7 შემოუშვეს.
სამხრეთ-აღმოსავლეთის საპორტო ქალაქის 90% დაზიანდა ან განადგურდა მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა.” – თქვა ვადიმ ბოიჩენკომ Reuters მიცემულ ინტერვიუში.
ავტორი