ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ინფიცირების ახალი შემთხვევები არც გუშინ და არც გუშინ წინ არ დაფიქსირებულა. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნატო მენაღარიშვილმა განუცხადა.
მენაღარიშვილის ინფორმაციით, ამ დროისთვის აქტიურია 7 შემთხვევა. ინფიცირებული პაციენტებიდან 2 კლინიკაში, 5 კი სახლში მკურნალობს.