იტალიაში უქმდება ტრადიცია, რომლის მიხედვითაც ახალშობილს ავტომატურად მამის გავრი ენიჭებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.
საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებით, აღნიშნული პრაქტიკა იყო „დისკრიმინაციული და საზიანო ბავშვის იდენტობისთვის”, ორივე მშობელი უნდა შეთანხმდეს ბავშვისთვის გვარის მიცემაზე.
ახალი გადაწყვეტილების თანახმად კი, ახალშობილს ორივე მშობლის გვარი უნდა მიეცეს მათი გადაწყვეტილების მიხედვით, თუ ისინი არ შეთანხმდებიან, რომ მათ შვილებმა მხოლოდ ერთი გვარი უნდა მიიღონ.
გადაწყვეტილების განსახორციელებლად საჭიროა ახალი კანონმდებლობა, რომელიც პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.
ოჯახის მინისტრმა, ელენა ბონეტიმ ფეისბუქზე გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა, რომ მთავრობა ამ პროცესში პარლამენტს სრულად დაუჭერს მხარს და აღნიშნავს, რომ მშობლებმა თანაბარი პასუხისმგებლობა უნდა აიღონ ბავშვის აღზრდაზე.