უკრაინაში, რუს ოკუპანტებთან ბრძოლაში კიდევ ერთი ქართველი დაიღუპა.
,,World Military- ანალიტიკას” ცნობით, 23 აპრილს, იზიუმთან, ,,კარპატსკა სიჩის” მოხალისეთა ბატალიონის კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, 46 წლის გმირი, ვიტალი ორბელაძე, მეტსახელად ,,გრუზინ”-ი დაიღუპა. თუმცა ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით გუშინ გავრცელდა.
ვიტალი კიევში ცხოვრობდა, მას 6 შვილი და 4 შვილიშვილი ყავდა.
ცნობისთვის, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ უკვე 10 ქართველი მებრძოლია დაღუპული.