რუსები Apple-ის გადახდის სერვისის გათიშვის გამო, 90 მლნ რუბლს ითხოვენ, – ინფორმაციას silver.ru ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, რუსეთის მოქალაქეებმა, სარჩელი მორალური ზიანის ასანაზღაურებლად შეიტანეს. თითოეული მოსარჩელის ანაზღაურება კი, 3 მლნ-ს შეადგენს.
სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
მანამდე რუსმა მომხმარებლებმა Netflix-ს უჩივლეს. ჯგუფური სარჩელი სტრიმინგის სერვისის წინააღმდეგ, რომელიც 60 მილიონ რუბლს მოიცავს.
ავტორი