ცნობილი ბრიტანელი მსახიობი ბენედიქტ კამბერბეჩი ომის დაწყების პირველი დღეებიდან უკრაინას გვერდში უდგას.
ცოტა ხნის წინ ბრიტანული კინოდაჯილდოება „BAFTA“-ს წითელ ხალიჩაზე გამოჩენილ ბენედიქტს უკრაინის დროშის გულსაბნევი ეკეთა და ადამიანებს მოუწოდა, რომ უკრაინელებს დახმარებოდნენ.
რამდენიმე დღის წინ ბენედიქტ კამბერბეჩმა „Sky News“-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინელ ოჯახს ელოდება, რომელიც მის სახლში იცხოვრებს.
„მათ უკრაინის ტერიტორია უკვე დატოვეს და გადაადგილების პროცესს ყოველდღიურად ვაკვირდები. მე მინდა, რომ ამ ოჯახს უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შეგრძნება დავუბრუნო, რომელიც ამ არეულობის შედეგად დაკარგა. ეს ყველაფერი კი ჩემს სახლში ელოდებათ“.
მსახიობმა ისიც განაცხადა, რომ ის ფინანსურად სხვა უკრაინელ ოჯახებსაც ეხმარება, რომლებიც თავიანთი სამშობლოდან საცხოვრებლად ბრიტანეთში გადავიდნენ.
„მე იმ უკრაინელებსაც ვეხმარები, რომლებსაც ბრიტანეთში სურთ ცხოვრება, ეს კი დიდ ხარჯებს უკავშირდება. ასე რომ, რამდენიმე ოჯახს ფინანსურადაც დავეხმარე“.
ავტორი