უკრაინის რკინიგზის განცხადებით, ქაალაქ ლვოვის მიმდებარედ რამდენიმე მატარებელი სარკინიგზო ელექტრო ქვესადგურებზე რუსეთის თავდასხმების გამო გაჩერდა.
მათი თქმით. რამდენიმე მატარებელი შეფერხებით იმოძრავებს.
“ლვოვის შესასვლელთან მატარებლების მოძრაობა დროებით შეფერხებულია. მიმდინარეობს ინფორმაციის განახლება”,– ვკითხულობთ უკრაინის რკინიგზის განცხადებაში.
ლვოვის მერმა ანდრიი სადოვიიმ განაცხადა, რომ ქალაქის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება. სადოვიმ, ასევე განაცხადა, რომ „რაკეტების დარტყმის შედეგად დაზიანდა ორი ელექტრო ქვესადგური“.
”ყველა დარჩით თავშესაფრებში”, – თქვა ლვოვის მერმა Telegram-ში.
თვითმხილველმა, რომელიც CNN-ს ესაუბრა, თქვა, რომ მათ “დანიახეს რაკეტა, რომელიც ახლოს მიფრინავდა. მათ ეგონათ, რომ ეს თვითმფრინავი იყო, მაგრამ შემდეგ მათ გაიგეს “ძლიერი აფეთქება”.
“ვშიშობდი, რომ ხალხი დაშავდა, ამიტომ სასწრაფოდ იქ მანქანით წავედით მანქანა, რადგან აფეთქების ხმა ისმოდა, ავიღეთ ნიჩბები, ვედროები, ცულები და წავედით.
ვფიქრობდით, იქნებ სახლებს დაეჯახა, მაგრამ ელექტრო ქვესადგურზე ჩამოვარდნილა. ის რკინიგზის ლიანდაგთან არის. მერე გავიგეთ მეორე აფეთქება, ეს იყო [ქვესადგურის] ტრანსფორმატორის აფეთქება. პოლიციას, მიმართულება ვაჩვენეთ, გზა სად არის, ახლა სახანძრო მანქანები მოდიან“, – ამბობს თვითმხილველი.
ავტორი