საქართველო – აშშ-ს მეგობრობის და დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლისთავთან დაკავშირებით, ორი დღეა, ოზურგეთს აშშ-ს ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი სტუმრობს.
დღეს, ქალბატონი დეგნანი, გურიის მხარის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ოზურგეთის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში იმყოფებოდა.
აქ მან გახსნა „ამერიკული თარო“. ასეთი ტიპის საბიბლიოთეკო კუთხე, საქართველოში სულ თხუთმეტია, სადაც გამოფენილია ამერიკელი მწერლების წიგნები.
ბიბლიოთეკაში ელჩი შეხვდა სოფლების, ჩოჩხათისა და აცანის სკოლის მოსწავლეებს. ესაუბრა და გადასცა მათ სამახსოვრო წიგნები.
_ეს მოსწავლეები მონაწილეობდნენ „ამერიკული თაროს“ მიერ გახორციელებულ პროექტში „საზაფხულო გამოწვევა კითხვაში“. ელჩი სწორედ ამ თემაზე ესაუბრა ბავშვებს. თაროზე იქნება ამერიკელი მწერების წიგნები, როგორც ინგლისურ, ისე ქართულ ენაზე. წიგნი ყველაფერია. კიდევ და კიდევ უდიდეს მადლობას ვუხდი ამერიკის სახელმწიფოს, ქალბატონ ელჩს, ჩვენი ქვეყნის მიმართ გამოჩენილი დიდი დახმარებისა და ყურადღებისთვის, _ თქვა „გურია ნიუსთან“ ბიბლიოთეკის დირექტორმა, ქალბატონმა ლიანა ბაქანიძემ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ბიბლიოთეკაში მოსწავლეებისთვის და სტუმრებისთვის საზეიმოდ გაჭრეს ტორტი, წარწერით: „ამერიკული თარო“ .
ავტორი