7 მაისს, პირველი რეგიონული ტელეკომპანიის , „გურიას“ დამფუძნებელი, ღირსეული ოზურგეთელი, მერაბ სიორიძე გარდაიცვალა.
ბოლო პერიოდში ის ავადმყოფობდა და სამწუხარო შედეგიც დადგა.
მერაბ სიორიძე მუდამ გამორჩეული იყო, როგორც საუკეთესო ადამიანი, ნიჭიერი, საქმის მცოდნე, პასუხისმგებლიანი ხელმძღვანელი, რომელიც თანამშრომლებისთვის, მეგობრებისთვის ყოველთვის ისე ზრუნავდა, როგორც საკუთარი ოჯახის წევრისთვის.
ის მათთვის მუდამ გვერდში მდგომი და მათი გულითადი დამხმარე იყო.
სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანი გამოთქვამს მწუხარებას ამ დიდი დანაკლისის გამო.
„მან დააარსა ტელეკომპანია “გურია”,რომლის მსგავსიც იმ პერიოდში არა თუ საქართველოში,არამედ ბევრ დიდ ქალაქშიც არ არსებობდა.. მეც იქ ვმუშაობდი, ჩემი პირველი დირექტორი იყო, სიკეთის და ადამიანობის მეტი, მისგან არაფერი მახსოვს და ყოველთვის ასეთი მემახსოვრება. ძალიან მეწყინა, ძალიან მეტკინა, ნათელი დაუმკვიდროს უფალმა, დიდი გულის ადამიანს“, _წერს სოცილაურ ქსელში ლია მეგრელაძე.
„გურია ნიუსი“ გამოთქვამს მწუხარებას და უთანაგრძნობს ოჯახს.
ავტორი