რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გამარჯვების დღეზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ნატო რუსეთისთვის აშკარა საფრთხეს წარმოადგენს და ისაუბრა მიზეზზე, რის გამოც ბრძოლის დაწყება საჭირო გახდა.
” რუსეთმა მოთხოვა ევროპას ეპოვა სამართლიანი კომპრომისი, მაგრამ მათ არ სურდათ ჩვენი მოსმენა. ისინი ამბობდნენ, რომ კიევში შესაძლოა ბირთვული იარაღი მიეღოთ და ნატომ დაიწყო ჩვენთან ახლოს მდებარე მიწების შესწავლა და ეს გახდა აშკარა საფრთხე ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი საზღვრებისთვის. ყველაფერი მეტყველებდა, რომ საჭიროა ბრძოლა”,_ განაცხადა პუტინმა.
პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთის “სპეციალური სამხედრო ოპერაცია” უკრაინაში აუცილებელი და “დროული” ღონისძიება იყო.
მისი თქმით, ეს იყო დამოუკიდებელი, ძლიერი, სუვერენული ქვეყნის “სწორი გადაწყვეტილებაა, რადგან “დასავლეთი ემზადება ჩვენს მიწაზე, მათ შორის ყირიმში შეჭრისთვის“.